2013 წლის 12-18 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვდსხვა აქტივობები:

ღია გაკვეთილები, კონფერენციები, მხატვრული კითხვის კონკურსები. კვირეულს დასასრულს 18 აპრილს ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე შედგა სპექტაკლის „ ქებაი და დიდებაი ენისაი ქართულისაი “ პრემიერა (რეჟისორები თორნიკე მარჯანიშვილი, მარინე მარჯანიშვილი). სპექტაკლში მონაწილეობდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლის 73 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ირინე ჯინჯიხაძე). პრემიერას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.