2014 წლის 15 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება ფრანკოფონიის დღეები,

რომელსაც შეურთდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 83 კლასის ფრანგული ენის შემსწავლელი წრის წევრები (მასწავლებელი: ლალი ჩირგაძე). 2014 წლის 18 მარტს მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას, რომელიც ქალაქ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში წაიკითხა ფრანგმა ისტორიკოსმა, პედაგოგმა, მოგზაურმა, ფოტოგრაფმა ლიონელ ბონუვრიემ. აღსანიშნავია რომ ფრანგი მოგზაური აღფრთოვანებულია საქართველოთი და მან შექმნა ქართული ოჯახი. 2014 წლის 21 მარტს ფრანგული ენის შემსწავლელი წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება “ჩვენ გვიყვარს ფრანგული ენა”.