პოლონეთში ვიზიტისას სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა ქუთათელაძე და ქართველი მასწავლებლების ჯგუფი მათ უკრაინელ, ბელორუს და რუს კოლეგებთან ერთად ერთ ერთ ლიცეუმს ესტუმრა და ფიზიკის გაკვეთილს დაესწრო.

გაკვეთილის თემატიკა იყო “კრისტალების სტრუქტურა”. მოსწავლემა შეისწავლეს კრისტალების სტრუქტურა, მათი სიმეტრიის კანონზომიერებები, და ამ კანონზომიერებებზე დაყრდნობით ააგეს რამდენიმე მდგრადი მოდელი, მოდელის დამზადებაში სტუმრად მყოფმა მასწავლებლებმაც მიიღო მონაწილეობა, გაკვეთილმა ძალზე ინტერაქტიურად და სახალისოდ ჩაიარა.