2013 წლის 5 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის XI3 კლასში, ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში

თემაზე: “ფარსმან II ქველი”. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი სტრატეგიები და აქტივობები, მასწავლებელმა აჩვენა ვიზუალური მასალა პროექტორისა და კომპიუტერის დახმარებით, სადაც წარმოდგენილი იქნა პროფესორ გიორგი მახარაშვილის დამოკიდებულება დიდი ქართველი მეფესადმი, აღნიშნა, რომ მისი გამჭრიახი პოლიტიკისა და დიდი გეოპოლიტიკური თამაშის შედეგად ქართლის სამეფომ მიაღწია არნახულ სიძლიერეს მეფეს კი ძეგლი დაუდგა რომის იმპერატორმა მარსის ველზე. შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეები თემის ირგვლივ მსჯელობდნენ არგუმენტირებულად. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე – ვ.პატარიძე, პედაგოგი ი.ჯინჯიხაძე, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: მ.ტყეშელაშვილი, მ.ბარაბაძე.