2013 წლის 4 მარტიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებიან უკრაინელი მოხალისეები

, რომლებიც სკოლის პედაგოგებთან ერთად ატარებენ გაკვეთილებს რუსულ და ინგლისურ ენაში ასევე ატარებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებს. ეცნობიან ზოგადი განათლების რეფორმას, ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, აკვირდებიან სასკოლო დისციპლინას და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს და გამოხატავენ აღფრთოვანებას. ვერბალური კომუნიკაციით მოსწავლეებს და უკრაინელ მოხალისეებს შორის მიმდინარეობს რუსულ ენაზე რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში რუსული ენის ფლობის უნარ ჩვევების გაუმჯობესებას.