სტუმრად მუზეუმში
2013 წლის 6 ივნისს, 23 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თამილა სვანაძე), იმყოფებოდნენ ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების დათვალიერება.მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ ქვის და ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთებს,ქართულ ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნებს,ფერწერულ და ჭედურ ხატებს,იარაღ-საჭურველის ნაირსახეობას წარმართული ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით.ისინი გულმოდგინედ უსმენდნენ ექსკურსიამძღოლს და ბოლოს დაუსვეს შეკითხვები.