2013-2014 სასწავლო წლის დაწყება მე-6კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე) ექსკურსიით აღნიშნეს

. ისინი შემოდგომის თბილი მზით გამთბარ იმერეთის  სოფელ სიმონეთს ეწვივნენ და  მოკრძალებით მიეახლნენ დიდი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის ეზო-კარს. სახლ-მუზეუმმა მოზარდებსა და მათ მშობლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. იქვე მწერლის ეზოში ჩატარდა კლასის შეკრება, სადაც შეიმუშავეს წლის სამუშაო გეგმა, შთაბეჭდილებებით დავტირთულები, კმაყოფილები გვიან დაბრუნდნენ შინ.