სტუმრად დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმში
2013-2014 სასწავლო წლის დაწყება მე-63 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე) ექსკურსიით აღნიშნეს
. ისინი შემოდგომის თბილი მზით გამთბარ იმერეთის სოფელ სიმონეთს ეწვივნენ და მოკრძალებით მიეახლნენ დიდი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის ეზო-კარს. სახლ-მუზეუმმა მოზარდებსა და მათ მშობლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. იქვე მწერლის ეზოში ჩატარდა კლასის შეკრება, სადაც შეიმუშავეს წლის სამუშაო გეგმა, შთაბეჭდილებებით დავტირთულები, კმაყოფილები გვიან დაბრუნდნენ შინ.