2013 წლის 9 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი პროფესორი, ისტორიკოსი საიდ მულიანი იჯახთან ერთად.

შეხვედრა განხორციელდა სამოქალაქო კლუბის ინიციატივით. კლუბი დაარსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს,, PH International USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია იმერეთში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.სტუმრები დაესწრნენ ღია გაკვეთილებს. მე-3 პირველ კლასში ჩატარდა ქართული ენის გაკვთილი კლასის დამრიგებლის მედეა ადეიშვილის მიერ, მე-7 პირველ კლასში ისტორიულ ექსკურსს უძღვებოდა პედაგოგი მანანა ტყეშეაშვილი. მოსწავლეებმა ბატონ საიდს გადასცეს წერილები ფერეიდნელი თანატოლებისათვის,სკოლის სააქტო დარბაზში მე-8 მესამე კლასმა, დამრიგებელ ირინა ჯინჯიხაძისა, თორნიკე და მარინე მარჯანიშვილების მხარდაჭერით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ქართული ენისადმი მიძღვნილი. დღე იყო ემოციებით სავსე. ბატონმა საიდმა ისაუბრა სპარსეთში ქართველების მოღვაწეობაზე, ქართულ სკოლაზე,სიყვარულზე ფერეიდნულად და ლეგენდაზე სამშობლოშიდაბრუნების შესახებ, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მხატვართა კავშირის,აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისწარმომადგენლები,სასულიერო პირები, ღვაწლმოსილი არქიტექტორი გივი თოდაძე,რომელმაც სტუმართა პორტრეტების ჩანახატები შექმნა, ასევე სახვადასხა საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები