2012 წლის 11 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები,

ქალბატონები ირინა ცერცვაძე და ეკა უდესიანი. ისინი შეხვდნენ სკოლის პედაგოგებსა და მე-7 მე-10 კლასის მოსწავლეებს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ორიენტაციის ხელშეწყობას. საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. სკოლის მოსწავლეები 29 აპრილამდე შექმნიან ნახატებს თემაზე “საქართველო და ევროკავშირი” ნამუშევრების გამოფენა გაიმართება 2013 წლის 13 მაისს საქართველოს პარლამენტში და გამოფენა მიეძღვნება ევროპის საერთაშორისო დღეს. გამოფენაზე მოწვეულია ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი, პარლამენტარები. გამოფენაში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.