2013 წლის 10 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VI1, VII3, IX2, IX3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის მიერ მცხეთაში მოწყობილ პროექტში – “საბავშვო არქეოლოგია”.

მოსწავლეებმა სამთავროს ველზე მოისმინეს ლექცია, რომელსაც კითხულობდა არქელოგი, საგანმანათლებლო  პროგრამების სპეციალისტი ნ.ჩადუნელი. შემდეგ გაიხსნა სამი სამაროვანი, სხვადასხვა ეპოქის და შინაარსის. მოსწავლეები არქეოლოგების დახმარებით მონაწილეობას იღებდნენ სამაროვნების გათხრაში, მათ აღმოაჩინეს: ადამიანთა ჩონჩხები, იარაღი, ჭურჭელი, სამკაულები და ა.შ. ადგილზე გაუკეთდა ანალიზი თითოეულ ნივთს, რომლის შედეგებს მოსწავლეები იწერდნენ სპეციალურად დარიგებულ საველე დღიურებში.  დასასრულს  არქეოლოგებმა დააჯილდოვეს პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე სამახსოვრო ბუკლეტებით და ნორჩი არქელოგის სერტიფიკატებით, რომელიც დამზადებული გახლავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით.