საახალწლო მილოცვა
2013 წლის 24 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მედეია ადეიშვილი) დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პედაგოგებს, მშობლებს და მეგობრებს.
სცენიდან იღვრებოდა სასიამოვნო ჰანგები, ერთმანეთს ცვლიდნენ თვალხატულა გოგო-ბიჭები, რომლებმაც მხიარული წინასაახალწლო განწყობა შექმნეს ჩვენს კედლებში. ეს განწყობა კიდევ უფრო აამაღლა “თოვლის ბაბუს” სტუმრობამ.