2014 წლის 3 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით მოწვეული იქნა ქალაქ თბილისი

თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის რეჟისორი ქალბატონი თინათინ ქოიავა და მსახიობთა დასი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”-ს პერსონაჟები და მათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს  მსახიობთა დასს და გამოხატეს მოუთმენლობა სპექტაკლის “სიყვარულისთვის” ნახვისა, რომელიც დადგმულია უილიამ შექპსირის “რომეო და ჯულიეტა”-ს მიხედვით. XI3 კლასის (დამრიგებელი: ნაირა გოტიაშვილი) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”. მათ ისაუბრეს დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრების შესახებ, ამავე დროს გააცოცხლეს შესწავლილი საპროგრამო მასალიდან ნაწარმოებთა პერსონაჟები “მგზავრის წერილები”, “კაცია ადამიანი ?!”, “ოთარაანთ ქვრივი”.

 

 

ლაივის მისამართი:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rioni&seekTime=03-02-2014%2013:03