2013 წლის 5 მარტს მე–6 კლასში ( დამრიგებელი მანანა ტყეშელაშვილი) ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნარგიზა მებურიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრეზენტაცია

პროექტის ,,ვკითხულობთ კლასიკოსებს“.
მოსწავლეებმა განიხილეს ო. ჰენრის ,,მოგვთა საჩუქარი“, ,,უკანასკნელი ფოთოლი“ და ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“. სამივე ნაწარმოებს აერთიანებდა თემა – რა არის სიყვარული. პროექტის მიზანი იყო წიგნზე დამოუკიდებული მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების, ინფორმაციის დახარისხებისა და კომუნიკაციის უნარ–ჩვევების განვითარება.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შესრულებული ფორმატები, ესკიზები და გააცოხლეს ნაწარმოების პერსონაჟები.