2013 წლის 3 დეკემბერს, III3 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმცოდნეობაში თემაზე: “რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე” (პედაგოგი თამილა სვანაძე).

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის, ტყის მნიშვნელობის, დაცვისა და მოფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება. მოსწავლეებმა  საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ახსნილი ტექსტის მიმართ, შეძლეს დედააზრის გამოტანა და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება. გამოიყენეს ბუნებისმცოდნეობასთან დაკავშირება. გამოიყენეს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და ისაუბრეს ტყეზე, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა ერთერთ საარსებო გარემოზე, იმსჯელეს, მოიყვანეს არგუმენტები. ფონოგრამაზე შეასრულეს რევაზ ლაღიძის სიმღერა “ტყეებს ნუ კაფავ, ძმობილო…”. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სასწავლო მეთოდი (გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, T დიაგრამა, საპნის ბუშტები, პრეზენტაცია) ასევე ტექნოლოგიური საშუალებები, რამაც გაუადვილა მოსწავლეებს მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერების აღქმა. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დარგეს ნერგი, რომელსაც შემდეგში დააკვირდებიან და ჩაინიშნავენ ცვლილებებს. გამოთქვეს რწმენა, რომ ბუნების ერთგული მეგობრები იქნებიან.