“პროფესიული ორიენტაცია სკოლაში”
2013 წლის 24 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია საკითხზე “პროფესიული ორიენტაცია სკოლებში”.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2014 წლიდან განხორციელებას იწყებს პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგემგვის პროგრამა. პროგრამას ანხორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირება და ხელშეწყობა მომავალი პროფესიის არჩევაში. პროგრამის ფარგლებში 2014 წლისთვის შეირჩევა 110 საპილოტე სკოლა. პილოტირების ფარგლებში მოხდება მე-9 კლასის დამრიგებელთა გადამზადება და მოზარდების პროფ. კონსულტირება. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-9 კლასის დამრიგებლები, პედაგოგები და მშობლები.