2013 წლის 30 მაისს VI3 კლასში (დამრიგებელი: შორენა ხურციძე) ჩატარდა  პროექტ- გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით

(ქართული ენის პედაგოგი: ნანა ხაჭაპურიძე).

თემა: საინფორმაციო ტექსტის მიხედვით მხატვრული ტექსტის შექმნა.

ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრული ტექსტების შექმნა. გამოამჟღავნეს შემოქმედებითი აზროვნების უნარი. წარმატებით შეძლეს ნამუშევრების პრეზენტაცია. ერთ-ერთმა მოსწავლემ (გიორგი ფხაკაძ) წაიკითხა საკუთარი ლექსი, რომელიც შექმნა ისტორიული ინფორმაციის მიხედვით.

სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ და პედაგოგებმა: მაყვალა ანანოვმა, ნარგიზა მებურიშვილმა, მანანა სოხაძემ და სხვებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი პროექტ-გაკვეთილი.