1. 03. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკომისიის FP7- პროგრამის გარგლებში დაფინანსებული პროექტის  PROFILES- ისგასაუბრება, რომელიც წარმატებით გაიარა ქუთაისის # 17 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა თეაქუთათელაძემ.

PROFILES პროექტი მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების (IBSE) დანერგვის ხელშეწყობას.

აღნიშნულის მისაღწევად, PROFILES პარტნიორები ქმნიან ინოვაციურ სასწავლო გერემოს და ატარებენ მასწავლებელთა გრძელვადიან გადამზადების ტერინინგებს. ორივე სტრატეგია დაეხმარება ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს პროფესიულ ზრდაში, რაც თავის მხრივ ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტურობის ზრდის საფუძველი გახდება. ამასთან, პროქტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.

 PROFILES -საქართველო იწვევს 7-10 კლასების ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის მასწავლებელებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

 პროექტში მონაწილეობის მსურველი მასწავლებელები შერჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. სულ შეირჩევა 5- 5 ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის მასწავლებელი.

 შერჩეული მასწავლებელები:

  • გაივლიან ტერინინგს კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებაში (IBSE) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში საგაკვეთილო მოდულებს.
  • მონაწილეობას მიიღებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისადმი საკუთარი კლასის მოწავლეების დამოკიდებულების კვლევაში, რომელიც საერთაშორისო კვლევის ნაწილი გახდება.
  • მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარებაში.
  • პროექტის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული პრაქტიკის მასწავლებელები მონაწილეობას მიიღებენ 2014 წელს ბერლინში გამართულ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში.

http://www.profiles-project.eu/