2013 წლის 26 თებერვალს მე–7 და მე–10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო მიზნობრივი ექსკურსია ქალაქ თბილისში.


ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ მე–7 კლასის დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე და მე–10 კლასის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჩხეტიანი.
ექსკურსიკის მიზანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის იუბილესთან დაკავშირებული საკონკურსო პროექტის მასალების მოძიება.
მოსწავლეებმა მოინახულეს ის სახლ–მუზეუმი თბილისში, სადაც ექვთიმემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა, ასევე ეწვივნენ თბილისის ეროვნულ მუზეუმს, სადაც განთავსებულია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შემონახული განძეულის უდიდესი ნაწილი, პატივი მიაგეს ექვთიმე ღვთისკაცისა და მისი მეუღლის ნინო პოლტოროცკაიას საფლავებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

http://tayaishvili150.blogspot.com/