2014 წლის 6 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სასწავლო დისკების პრეზენტაცია

ისტორიაში. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრიდან ისტორიის პედაგოგები: მ. ტყეშელაშვილი, ხ.ჩხეტიანი, ს.ცქიფურიშვილი, ზ.ზივზივაძე, ნ.ზოსიაშვილი ესწრებოდნენ გამართულ პრეზენტაციას. მასწავლებლებმა მოისმინეს ისტორიკოს გურამ ქართველიშვილის მიერ მიწოდებული ქრონიკები, რომლებიც ეძღვნებოდა  მეფე ერეკლე II-ის ეპოქას, თემურ-ლენგის ეპოქას, ასევე წარმოდგენილი იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპოქებიდან. ისტორიის პედაგოგთა მიერ გაკეთდა კომენტარები თითოეულ ეპოქასთან მიმართებაში საინტერესო დეტალებზე. უახლეს მომავალში დაიგეგმა ღია გაკვეთილები აღნიშნული ვიზუალური რესურსების გამოყენებით.