“ოქროს კვეთა-ჰარმონიული პროპორცია”
2014 წლის 6 მარტს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი 72 კლასში მათემატიკასა და ხელოვნებაში (მასწავლებლები: ი.აბაშიშვილი, ც. კრავიშვილი).
გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი ვ. პატარიძე, მათემატიკის კათედრის წევრები, ქართული ენის მასწავლებელი მ.სოხაძე, ფიზიკის მასწავლებელი, მ.ძიგვაშვილი. გაკვეთილის თემა იყო “ოქროს კვეთა-ჰარმონიული პროპორცია”.გაკვეთილის მიზნები:
1. პროპორციული ნაწილების ოქროს კვეთის კავშირი ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან.
2. მოსწავლეებში კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარის განვითარება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. ჩანაწერების, სურათების, სლაიდების სახით.