2013 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, IIIკლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თამილა სვანაძე) იმყოფებოდნენ ბაგრატის ტაძარში.

ეს იყო პროექტის “ოდესმე დიდი ყოფილა, საქართველო…” ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობა, რომლის მიზანი იყო ბაგრატის ტაძრის, როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო, დათვალიერება. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაციები შემდეგი თემების მიხედვით: ბაგრატის ტაძრის შექმნის ეპოქა; გეოგრაფიული მდებარეობა; ბაგრატის თაძრის დღევანდელი დღე. მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გასცა დიაკონმა ბესარიონმა. მოსწავლეები აღფრთოვანებაში მოვიდნენ ბაგრატის ტაძრის სიდიადით, აანთეს სანთლები და საქართველოს გამთლიანება ინატრეს.