2013 წლის 29 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ “ნარჩენების ინოვაციური მართვის” პროექტის მონაწილეთა დელეგაცია რუმინეთიდან, სომხეთიდან,

მოლდავეთიდან და ქუთაისის თვითმმართველობის მიერ საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი ბატონი მერაბ ბარათაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის სასწავლო გარემო და სკოლაში არსებული ნარჩენების მართვა, რომელიც მიმდინარეობს XI3 კლასის მიერ. XI3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “ჰუმუსის წარმოების შესაძლებლობები ადგილობრივ პირობებში”. სტუმრები გაეცვნენ სკოლაში მიმდინარე უამრავ საგანმანათლებლო პროექტებსა და ინიციატივებს.