2013 წლის 12-23 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაშ მათემატიკის მასწავლებლების ლეილა  ბარბაქაძისა და ბელა გელხვიიძის თაოსნობით განხორციელდა პროექტი

“მათემატიკის ციხე-სიმაგრე ბოიარდი”. პროექტი მიზნად ისახავდა მათემატიკის სწავლის მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის ტრანსფერის უნარის დემონსტრირებას, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. 51,52,53 კლასის  მოსწავლეები 8 ტურის განმავლობაში ერთმანეთს ეპაექრებოდნენ მათემატიკის  ციხე სიმაგრის აღებაში. სახალისო, საინტერესო და მიმზიდველი იყო ბავშვებისთვის კომპიუტერული თამაშები, მათემატიკური კროსვორდები თუ რებუსები, შეხვედრა ჯადოქართან და სპორტული ესტაფეტა. პროექტის დასასრულს ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული და მორთული ნაძვის ხეები და დაიმსახურეს კიდეც ჟიურისგან “ოქროს მონეტები”.

 

:გადმოწერა:

 

(მიბმული ფაილის გადმოსაწერად დააქლიქეთ :გადმოწერა: ღილაკს)