“კინო სკოლაში”
საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად 2014 წლის 18 მარტიდან საქართველოს 40 საჯარო სკოლაში იწყებს საპილოტე პროექტს “კინო სკოლაში”.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შეიქმნება კლიპები, მოზარდები დაეუფლებიან კინოსცენარის წერის თავისებურებებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 32 ფილმის ჩვენება. პროექტის კოორდინატორია კინომცოდნე CINEMACLUB-ის მენეჯერი თეა გაბიძაშვილი.