ინტეგრირებული გაკვეთილი
2013 წლის 28 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის X2 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია-სამოქალაქო განათლება) თემაზე:
“მიზეზშედეგობრივი კავშირი”. გაკვეთილზე გაანალიზდა ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც გიორგი III-სა და თამარ მეფის მიერ გატარებულ რეფორმას შეეხებოდა სამართლის სფეროში. გამოიკვეთა პრობლემა, მიზეზი, გადაჭრის გზები და შედეგი. ნაჩვენები იქნა ვიდეო-მასალა, სადაც წარმოჩინდა წმინდა მეფე თამარი, როგორც შემწყნარებელი და მისაბაძი მაგალითი ყველა ქართველი ქალისათვის, გაკეთდა შედარება თამარ მეფისა ევროპელ მონარქ ქალებთან. გაკვეთილზე გაიმართა დებატები: თუ ვინ უჭერდა მხარს გიორგი III-ს, რომელმაც სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესა და ვინ ეწინააღმდეგებოდა. მოსწავლეებმა არგუმენტირებული მსჯელობით შესძლეს დებატებისადმი წარმატებით თავის გართმევა.