2013 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ევროკავშირის წარმომადგენლობა ესტუმრა.

მათ “ვისაუბროთ წიგნებზე” ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადასცეს ევროპული საბავშვო ლიტერატურა, რომელიც უნდა განიხილონ მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად 4 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.