სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფება უკრაინის ქალაქ სუმის საშუალო სკოლის დელეგაცია დირექტორის, პედაგოგებისა და მოსწავლეების შემადგენლობით.

სტუმრები გაეცვნენ სკოლას და სასწავლო პროცესს. გაიმართა გულთბილი დიალოგი გამოცდილების გაზიარების მიზნით.