2013 წლის 21-23 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის განათლების სისტემის დელეგაცია,

ქალაქ ათაბაზარის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ზია ჯეფერლი, სკოლის დირექტორები ისმაილ იამანი, მალთამ ვილმაზი, პედაგოგები და საშუალო საფეხურის 35 მოსწავლე. სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა და ერთობლივი კონცერტი, სტუმრები დაესწრნენ გაკვეთილებს, ეწვივნენ ქალაქის საკრებულოს, ბაგრატის ტაძარს, საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სახლს. იმყოფებოდნენ სათაფლიის ნაკრძალში. ვიზიტის ბოლოს ქუთისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ერთობლივი ფოლკლორული საღამო. ღონისძიებამ ხელი შეუწყო კულტურათა დიალოგს, მეგობრობის გაღრმავებას. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეთა ოჯახებს, სადაც სტუმრები თბილად, კომფორტულად და მეგობრულად გრძნობდნენ თავს