ილიუნის სამეცნერო პიკნიკი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას საქართველოზე წელს, 5 ოქტომბერს, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის  50-მდე მოსწავლე და სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებიც იმყოფებოდნენ

. მათი ტრანსპორტირება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის  დაფინანსებით მოხდა. მოსწავლეები შერჩეულ იქნენ კონკურსის პრინციპით, მათ უნდა წარმოედგინათ  ექსპერიმენტი ან ცნობილი მეცნიერის ბიოგრაფია, საგაკვეთილო პროცესისას საკუთარი კლასის წინაშე. სამეცნიერო პიკნიკმა მოსწავლეებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ გაუნდათ სურვილი მსგავსი ღონისძიება მათ სკოლაშიც ჩაეტარებინათ, თან ამ ღონისძიებას ჰქონოდა არა ერთჯერადი, არამედ რეგულარული ხასიათი, დაიბადა აღმომჩენთა კლუბის დაარსების იდეა. კლუბის საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე,  რომელსაც მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.  დაიგეგმა კლუბის საჯაროდ გახსნა, რომელიც შედგა 2013 წლის 22 ოქტომბერს და შეირჩა კლუბის სახელწოდება – „ევრიკა“. კლუბის გახსნაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინგა ბოჭოიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი მერაბ ბარათაშვილი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის  სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. კლუბის გახსნაზე მოსწავლეებმა 20-მდე ექსპერიმენტი წარმოადგინეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ კლუბში გაწევრიანება საბულებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.