2014 წლის 28 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 111 კლასში ჩატარდა ისტორიის პროექტ- გაკვეთილი თემაზე ,,აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები”,


გაკვეთილი მიეძღვნა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლის იუბილეს. გაკვეთილს უძღვებოდა ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჩხეტიანი. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით წერილობით წყაროებთან ერთად, წარმოდგინეს სლაიდ-შოუ, ფოტო და ვიდეო-აუდიო მასალა. პრეზენტატორებმა ე. ამბროლაძემ, ო.ხურციძემ, ი.ქურასბედიანმა ისაუბრეს აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდების ირგვლივ, გაიხსენეს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ღვაწლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევები ნ. მარუაშვილი, ს. ცქიფურიშვილი, ნ.სეხნიაშვილი