2013 წლის 20 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ბ. ნორლანდი.

სტუმრობას საფუძველი ჩაეყარა 2013 წლის 13 მაისს ქუთაისის ამერიკის შეერთებული შტატების კუთხეში გამართულ შეხვედრაზე. საპატიო სტუმარმა დაათვალიერა  სკოლის სასწავლო სააღმზრდელო გარემო, გაეცნო USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით  სკოლაში განხორციელებულ პროექტებს. დაათვალიერა რესურს ოთახი, შეხვდა სპეციალურ მასწავლებელ ლეილა ბარბაქაძეს, გაესაუბრა მოსწავლეებს და მათთან ერთად გაეცნო პედაგოგის მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო რესურსებს. ასევე ბატონი ელჩი შეხვდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის პედაგოგებს, პედაგოგმა თეა ქუთათელაძემ ელჩს გააცნო საერთაშორისო პროექტები, რომელშიც მონაწილეობს თავად და მიღებულ გამოცდილებას უზიარებს პედაგოგებს რათა მოხდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლისადმი მოსწავლეთა ინტერესის ამაღლება.  ბატონი ელჩი რამოდენიმე წუთით დააკვირდა  სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მიმდინარე მე-9 კლასელთა საგამოცდო ტესტირებას (ტესტირება ტარდება ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ). სკოლის ბიბლიოთეკაში ყურადღება გაამახვილა ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკულ ლიტერატურაზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ იქნა გადმოცემული. სტუმრებმა დაათვალიერეს  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ  ფოიეში მოწყობილი გამოფენა. „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ფოტოკოლაჟი და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი. კლუბში მე-10მოსწავლეებმა მონიკა რამიშვილმა და ლიკა ხურციძემ ელჩს წარმოუდგინეს მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტები. ასევე უამბეს პროექტ კომპოსტირების შესახებ და სკაუტურ მომძრაობაზე. ელჩმა მოსწავლეთა საუბარში აღნიშნა რომ წარსულში ისიც სკაუტი იყო თუმცა ის დღემდე აგრძელებს სკაუტური დევიზით ცხოვრებას „მუდამ მზად ვარ !!!“.  სკოლის სააქტო დარბაზში სტუმრებმა მოისმინეს და დაათვალიერეს  დაწყებით კლასის მოსწავლეთა  პრეზენტაციები წაკითხული ამერიკული ლიტერატურის შესახებ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ავღანეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა ხსოვნას. სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ანა ჯგერენაიამ შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებმა მანანა მეტრეველმა, თეა ბარდაველიძემ და თინათინ ღავთაძემ სტუმრებს დეტალურად გააცვნეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით  განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები, სასკოლო ინიციატივები, პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და თეატრალური კლუბის მიერ შექმნილი პერფორმანსები. სკოლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 15-მა მოსწავლემ სცენაზე გააცოცხლა ამერიკის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტები და მოვლენები. წარმოდგენამ ძალიან ააღელვა დამსწრე საზოგადოება და  თავად ბატონი ელჩი, რომელიც მქუხარე აფლოდისმენტებით და შეძახილებით ამხნევებდა ბავშვებს. სპექტაკლის შემდეგ მოხდა შთაბეჭდილებების გაზიარება, ღონისძიება შეაფასა ქუთაისის ვიცე მერმა ბატონმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბატონმა რიჩარდ ბ. ნორლანდმა, რომელმაც განსაკუთრებული ემოციებით აღნიშნა რომ „დღევანდელი დღე იყო საუკეთესო დასაწყისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის კვირეულის აღსაღნიშნავად“. ბატონმა ელჩმა ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს გადასცა სერტიფიკატები. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ საპატიო  სტუმარს უსაჩუქრა ქართული საგანძური „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ქალაქ ქუთაისის ვიცე მერი, სკოლის დირექტორები, განათლებისა და ხელოვნების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები. ღონისძიება გაშუქდა პრესითა და ტელევიზიით.