2013  წლის 11 ივნისს,  II3  კლასში  ( პედაგოგი თამილა  სვანაძე ) შედგა  ღია  კარის  დღე მშობელთათვის.

ღონისძიების  მიზანი  იყო იმ აკადემიური  მოსწრების  ჩვენება,რასაც  მოსწავლეებმა  მიაღწიეს სასწავლო  წლის ბოლოს. მოსწავლეთა მშობლები მთელი დღის განმავლობაში დაესწრნენ  შემაჯამებელ   გაკვეთილებს ქართულ  ენაში,მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა  და  ხელოვნებაში. ინდივიდუალური და საერთო საკლასო მუშაობის გარდა გამოყენებული იყო მოსწავლეთა ორგანიზების წყვილური და ჯგუფური მუშაობის ფორმები. დავალებათა დიდი  ნაწილი  შესრულდა  ნეტბუკების  გამოყენებით. მოსწავლეთა მოტივაცია იყო  მაღალი.  მშობლებმა კიდევ ერთხელ  გაიაზრეს ამათუ იმ საკითხის სწავლების მეთოდიკა, გაიგეს რა კუთხით სჭირდებათ მათ შვილებს მეტი დახმარება.    ბოლოსკონკურსში  „ ყველაზე, ყველაზე “ , მთელი  წლის  მანძილზე დაკვირვების  შედეგად, თანაკლასელთა  გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს  მიენიჭათ  სხვადასხვა  სახალისო  ნომინაციაში  გამარჯვებულის  წოდება და  გადაეცათ  სიგელები.