2012 წლის 3 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შექმნეს ნახატები რომლებიც გამოიფინა უნივერსიტეტში.

მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თანატოლებისადმი და აღნიშნული დღისადმი. გამოფენაზე იმყოფებოდნენ სკოლის კურსდამთავრებული უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიება გაშუქდა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.