News

2012 წლის 2 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოწამეთის ისტორიულ მიწაზე, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს დავით და კონსტანტინეს მოწამეობრივ ღვაწლზე და იმ ეკლესიაზე, რომელიც მათ სახელზე აშენდა. ღონისძიება-ექსკურსიას ხელმძღვანელობა გაუწიეს ისტორიის პედაგოგმა ხათუნა ჩხეტიანმა და კლასის დამრიგებელმა ნათია რობაქიძემ.

2012 წლის 5 ნოემბერს 14 საათზე ქალაქ ქუთაისის ,,ამერიკის სახლში“ ჩატარდა სემინარი თემაზე ,,Presidental eleitionsin America“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის 15-მა მოსწავლემ. სემინარის მიზანია ამერიკის საპრეზიდენტო საარჩევნო სისტემის გაცნობა მოსწავლეთათვის და კომუნიკაციისა და დისკუსიის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, განმტკიცება ინგლისურ ენაზე.

 

11