სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში 25 იანვარს მოეწყო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მერაბ ბარათაშვილთან.

ბატონმა მერაბმა სკოლის მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე “ჰომუსის წარმოების შესაძლებლობები ადგილობრივ პირობებში”.
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, გაიმართა კითხვა პასუხი. საოჯახო პირობებში კომპოსტირების, ბიოჰომუსის მიღებასა და ბიოჰომუსით გაჯერებულ ნიადაგზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაზე.