2012 წლის 7-12 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა თორნიკე თავხელიძის სახელობის შიდა სასკოლო პირველობა კალათბურთში,

რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-X-XI-XII კლასის მოსწავლეები. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-X-2 კლასისა და მე-XII-2 კლასის გუნდები, აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა მე-X-2 კლასმა და ერთი წლით დაესაკუთრა თორნიკე თავხელიძის სახელობის გარდამავალ თასს.