2012 წლის 1 ნოემბერს სამოქალაქო კლუბის წევრები: სალომე საჯაია, გიორგი მახარობლიძე და ლიკა კოკაია იმყოფებოდნენ

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ გამართულ ლიდერთა ტრენინგზე, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. ტრენინგზე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები. შექმნილი იყო ოთხი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა დავალება, დაეგეგმათ ერთი ინიციატივა. შემდეგ თითოეული ჯგუფის წევრები შეხვდებოდნენ ერთმანეთს და განახორციელებდნენ მას. ინიციატივის დაგეგმვისთვის მიეცათ ერთი კვირა.