2012 წლის 13-14 ოქტომბერს პროექტ “Lions Quest-Georgia” ფარგლებში ჩატარდა მასწავლებელთა ტრენინგ-კურსი “უნარები მოზარდებისათვის”, სწავლების მეთოდოლოგია.

ტრენინგს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები ნაირა გოტიაშვილი, ხათუნა ფაიქიძე-აბესაძე, ნათია რობაქიძე. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ტრენერი მარიანა იანსონი. პროექტის ორგანიზატორია ქუთაისის “Lions Club”-ის პროექტების მენეჯერი სოფიო კვატაშიძე.