დაწყებითი კათედრის ინიციატივით 15 თებერვლიდან 1 მარტამდე მიმდინარეობს კითხვის წამახალისებელი კონკურსი მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. კონკურსი “საუკეთესო მკითხველი” ხორციელდება პროექტ “წერა და კითხვა კრეატიული აზროვნებისათვის” ფარგლებში.

მოსწავლეები ჟიურის წინაშე წარმოადგენენ წაკითხული ნაწარმოებებიდან მათთვის საყვარელი წიგნის პრეზენტაციას სხვადასხვა ფორმით.