2013 წლის 18 თებერვლიდან 27 თებერვლამდე სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები. გამოცდები მიმდინარეობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ონლაინ რეჟიმში სკოლის საიტზე www.17school.ge.

გამოცდის მსვლელობის დროს მოსწავლეები ასრულებენ 50 ტესტურ დავალებას, რომელიც მათ ავტომატურად ეგზავნებათ სკოლის საიტის მეშვეობით. გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს.