სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თეა ქუთათელაძე იმყოფებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,

სადაც გაიმართა SALIS-ის (ტრენინგები მასწავლებელთათვის) მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ორ კრედიტიანი საგანმანათებლო პროგრამის “აქტიური სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებში” პრეზენტაცია. მოხდა სენსორული ლაბორატორიის ტექნოლოგიების ჩვენება, რომელიც იძლევა ფართო შესაძლებლობას სხვადასხვა სიდიდის დიდი სიზუსტით გაზომვისა და სხვადასხვა ფორმით თვალსაჩინო წარმოდგენის. ლაბორატორიით სარგებლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განივითარონ და გაიუმჯობესონ ექსპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარების, აღრიცხვის უნარ ჩვევები.