2012 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-X კლასში (კლასის ხელმძღვანელი: ნანა ხაჭაპურიძე) ჩატარდა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები:

1) “გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი შუშანიკის წამების მიხედვით” – მომხსენებელი მ. ჭელიძე

2) პოლიტიკური ვითარება “შუშანიკის წამების მიხედვით” – მომხსენებელი ნ. ცხადაძე, ა. გორდაძე

3) “რელიგია, კულტურა, განათლება, ეკონომიკა” – მომხსენებელი ა. ანდღულაძე.

მოსწავლემ თ.ადეიშვილმა წარმოადგინა შუშანიკის როგორც ეროვნული გმირის პორტრეტი. მოსწავლეებმა მ.ხვადაგიანმა, თ.წერეთელმა, მ.მარუაშვილმა და ა.გაბუნიამ წარმოადგინეს “შუშანიკის წამების” პერსონაჟების დახასიათება სხვადასხვა მკვლევარების მიერ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები: ნ. მებურიშვილი, მ.სოხაძე, ც.კუპრაშვილი, მ. ანანოვი.