კონფერენცია
2012 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე “საკვები, პროდუქტები და ჯანსაღი ცხოვრების წესი” რომელიც განხორციელდა “Dont worry be healthy” პროექტის ფარგლებში.
კონფერენცია გახსნა IX კლასის მოსწავლეებმა თამარ სიხარულიძემ და ნინო ჩაჩანიძემ.
წარმოდგენილი იქნა თემები:
1) საკვების ენერგეტიკული ღირებულება (ნანო ონიანი და ლიკა სვანიძე IX კლასი)
2) საკვების შემადგენლობა, მცენარეული და ცხოველური საკვები, ვიტამინები და მათი დანიშნულება (ანა ღვინიანიძე და თეონა გურგენიძე IX კლასი)
3) რას ნიშნავს სწორი კვება (მაგდა ბაკურაძე და სალომე ლომიძე VIII კლასი)
კონფერენციას ესწრებოდა პროექტის ხელ-ლი მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგი ჯონ ამატო, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს საინტერესო კვლევების ჩატარებისა და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენისათვის. იმედი გამოთქვა რომ პროექტის მონაწილე ბავშვები აქტიურ რეკლამას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს…