2012 წლის 6 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში დაწყებითების კათედრის თაოსნებით გაიმართა I შესარჩევი ეტაპი წერა კითხვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებისთვის.


კონკურსის მიზანია დაწყებით კლასებში წიგნიერების დონის ამაღლება, შეგნებული კითხვისა და ტექსტის ანალიზია უნარის განვითარება. კონკურსი განისაზღვრება 3 ტურით.
I ტური გაიმართება 2012 წლის 12 ნოემბერს №17 საჯარო სკოლაში, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს მოეთხოვებათ უცნობი ტექსტის ანალიზი. II ტური გაიმართება 19 ნოემბერს, მოსწავლეებს მოეთხოვებათ დაწერონ შემოქმედებითი კარნახი. (წაკითხული ტექსტის გააზრება)
III ტური გაიმართება 10 დეკემბერს, სადაც მოსწავლეები მოახდენენ წინასწარ შერჩეული წაკითხული წიგნების პრეზენტაციას.
2012 წლის 14 დეკემბერს მოხდება წერა-კითხვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება.