2012 წლის 27 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია თემაზე: “კომპოსტირება და მისი წარმოება ადგილობრივ პირობებში”. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,

საერთაშორისო ტრენერმა ბატონმა მერაბ ბარათაშვილმა პედაგოგებს წარმოუდგინა პრეზენტაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და მისი სასარგებლოდ გამოყენების შესახებ. პრეზენტაციამ დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. გამოითქვა მოსაზრება შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი ახლო მომავალში პროექტის განსახორციელებლად. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჯონ ამატო.