2012 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში შედგა პროექტ “Don’t worry be healthy” პრეზენტაცია.

პროექტი ინტეგრირებულია საბუნებისმეტყველო და ესთეტიკურ დისციპლინებთან. განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები. პროექტი ხორციელდება PH International “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის” მხარდაჭერით. სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “ნიკეოსის” სასკოლო ინიციატივების ფარგლებში. პროექტს ხელმძღვანელობენ ინგლისური ენის პედაგოგები თეა ბარდაველიძე და მანანა მეტრეველი. პროექტში ჩართულია მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჯონ ამატო და ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი ქრისტალ ვილიამსი.