2013 წლის 19 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა არასამთავრობო სექტორის დელეგაცია უკრაინიდან. სტუმრებს ქუთაისში მასპინძლობს ორგანიზაცია პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო” (ხელმძღვანელი ნანული რამიშვილი).

სტუმრები გაეცნენ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს და ესტუმრნენ №17 საჯარო სკოლას. ჩატარდა ღია გაკვეთილები:
ფიზიკაში 10-2 კლასი (პედაგოგი თეა ქუთათელაძე) თემა “მიმდევრობითი და პარალელური შეერთება” გაკვეთილი მიმდინარეობდა ინტერაქტიური მეთოდით ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის მეშვეობით ჯგუფურად გეგმავდნენ, ატარებდნენ ცდებს. აკეთებდნენ გაზომვა-გამოკლებას.
ინგლისურ ენაში 2-2 კლასი( პედაგოგი თეა ბარდაველიძე) თემა “English word”-Level 1 წიგნის პრეენტაცია მოსწავლეებმა წარმოადგინეს წიგნის პერსონაჟები სპეციალური ფორმებით. გაკვეთილის მსვლელობის დროს მუშაობდნენ ნეტბუკებში: შეასრულეს შემოქმებითი თამაში “ვის უნდა მილიონი” იმოგზაურეს “English word” -ის სამყაროში.
რუსულ ენაში 7-3 კლასი (პედაგოგები ირინე ბურჯალიანი, ირინა კუდრიავცევა) თემა “ჩემი დღე”. ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები (ვიდეოკლიპი, სლაიდშოუ, ფორმატი), მუშაობდნენ ჯგუფებში, ლიდერებმა წარმოადგინეს ჯგუფის ნამუშევარი, გაკვეთილის ბოლოს მოხდა მოსწავლეთა თვითშეფასება და მასწვლებლის მიერ შეფასება.
მუსიკაში 3-2 კლასი( პედაგოგი ნუნუ სეხნიაშვილი) მოსწავლეთა მიერ შესრულდა ხალხური სიმღერები და კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებები.
გეოგრაფიაში (პედაგოგი რუუსდან ქემოკლიძე) თემა “ტრანსპორტი” მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები
სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების კლუბი და გაეცნენ მის მუშაობას. კლუბი დაარსებულია სამოქალაქო განათლებისა და ოედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება PH Internatioanl -ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით). სტუმრებმა დაათვალიერეს სპორტული დარბაზები და სააქტო დარბაზში დაესწრენ ფოლკლორულ კონცერტს (ხელმძღვანელი დავით ჭუმბურიძე, ნუნუ სეხნიაშვილი), დაათვალიერეს ინკლუზიური განათლების რესურს ოთახი, გაეცნენ ელექტრონული ჟურნალების წარმოებას, დააკვირდნენ საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას, სტუმრები აღბრთოვანებული დარჩნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობით.