სამოქალაქო განათლების და პეგადოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე ქუთაისის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და ქუთაისის განათლების განვითარების და დასამქების ცენტრის მხარდამჭერით ქუთაისი მე-17 საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება ,,დატოვე შენი კვალი 2013’’ ში.

ღონისძიებაში ქუთაისის 14 სამოქლაქო კლუბის ლიდერები და აქტიური წევრები მონაწილებოდნენ სულ 100 მოსწავლე. ღონისძიებას პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფორუმის სტუდენტი ფასილიტატორების ესწრებოდნენ. ღონისძებას ორგანიზება ქუთიასის 21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ლევან ნიკოლაძემ გაუწია.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმაოდგინეს ისტორიული სამოქალაქო პერსონაჟები(მარტინ ლუთერ კინგი, პეტრე პირველი, სტალინი, ოდრი ჰეგბერნი, ეკატერინე ჭავჭავაძე, მარიამ სტიუარტი, გრიბოედოვი, მოხალისე მედდა და სხვა), როგორც კოსტუმირებულად, ასევე მათ ისაუბრეს ამ გმირების ღვაწლსა და მნიშვნელობაზე, ღონისძებზე გამოვლინდა მის და მისტერ ტოლერანტორიბს ტიტულის მფლობელები, რომელიც თავად მონაწილეებმა ფარული ხმის მიცემის პრინციპით აირჩიეს. მისტერტოლერანტობა ზაზა ზანგურაშვილი, ხოლო მის ტოლერანტობა ქეთი არჯევანიძე გახდა. კლუბებმა თავიანთი მუშაობის შესახებ პრეზენტაციებიც წარადგინეს. ეს იყო კიდევ ერთი კრგი შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები ერთმანეთს უფრო კარგად გაცნობოდნენ, გაეზიარებინათ გამოცდილება, გაეღრმავებინათ ახალი სოციალური კონტაქტები.