საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.


20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ცნობილი დიზაინერებით, მხატვრებითა და სხვა ცნობადი სახეებით იყო დაკომპლექტებული, 28 ნოემბერს გამოავლინა. გამარჯვებულებს შორის არის სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის VII-3 კლასის მოსწავლე ნოდარ ჩუბინიძე (ხელოვნების მასწავლებელი ციური კრავიშვილი)

გამარჯვებულებს საჩუქრად ელექტრონული წიგნები (ქინდლი) გადაეცათ, ხოლო მათი ესკიზების საფუძველზე, პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს მანდატურის სამსახურმა წამახალისებელი კონკურსი მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით 12 ნოემრიდან გამოაცხადა. კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს შეეძლო. მანდატურის სამსახურში სულ 1000-მდე განაცხადი შევიდა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან.